Search This Blog

Monday, April 9, 2012

საინტერესო თარიღები კრეტა

ძვ.წ. 1950 კრეტაზე დაარსდა მინოსის კუტურის ქალაქები და სასახლეები. საბერძნეთში აქაველები შემოვიდნენ
 ძვ.წ. 1750 სავარაუდოდ, მიწისძვრის შედეგად კრეტაზე არსებული ქალაქები და სასახლეები დაინგრა, ისინი მალევე აღადგინეს


   ( არმოჩენილი ტაძრების კედლებძე ნათელ ფერებში შესრულებული ნახატები მოწმობს
იმას, რომ მინოსის კულტის წარმომადგენლები ძალიან სტუმართმოყვარე , გულკეთილი და გართობის მოყვარულები იყვნენ)
ძვ.წ. 1600 მინოსის ცივილიზაცია ბრწყინვალების მწვერვალზე. მიკენების საბერძნთი აყალიბებს მდიდრულ კულტურას , რომელსაც მინოსის ცივილიზაციის  გავლენა ეტყობა
ძვ.წ. 1450–1375 სავარაუდოდ, ვულკანური ამოფრვევის შედეგად, მინოსის ცივილიზაციის ქალაქები დაინგრა. მინოსის ცივილიზაციის ბოლო ფაზა
ძვ.წ. 1250–1200 მიკენური საბერძნეთისა და ტროას ომის სავარაუდო თარიღი
                                                       
 

Sunday, April 8, 2012

საინტერესო თარიღები ეგვიპტე

ძვ.წ. 1213 ეგვიპტის გაერთიანება მენესის მიერ
ძვ.წ. 2600–2150 ძველი სამეფო
ძვ.წ. 2400 გიზაში აშენდა დიდი პირამიდა

ძვ.წ. 1950–1785 შუა სამეფო
ძვ.წ. 1785–1570 გარდამავალი პერიოდი
ძვ.წ. 1750–1075 ახალი სამეფო
ძვ.წ. 1353–1335  ეხნატონის რელიგიური რევოლუცია
ძვ.წ. 1323 ტუტანხამონის დაკრძალვა
ძვ.წ. 1279–1213 რამზეს II :  ეგვპტის იმპერია დიდების ზენიტში
ძვ.წ. 660 ასირიელები იპყრობენ ეგვიპტეს
ძვ.წ. 525 სპარსელები იპყრობენ ეგვიპტეს
ძვ.წ. 332 ალექსანდრე დიდი ეგვიპტეში
ძვ.წ. 323–30 პტოლემეების დინასტია

საინტერესო თარიღები

ძვ.წ. 1894–1595 ხამურაბის მიერ შექმნილი ბაბილონის იმპერია 
ძვ.წ. 1124–1103 მესოპოტამიაში გაბატონდა ასურეთი 
ძვ.წ. 626 ბაბილონის დაპყრობა ნაბქოდონოსორის  მიერ 
ძვ.წ. 612 ბაბილონელება და მიდიელებმა დაამარცხეს ასურეთი 
ძვ.წ. 605–562 ნაბუქოდონოსორ II აარსებს ახალბაბილონურ იმპერიას 
ძვ.წ. 587 ნაბქოდონოსორმა დაანგრია იერუსალიმი, იწება ებრაელთა გადასახლება 
ძვ.წ. 539 ბაბილონი დაიპყრეს სპარსელებმა 
ძვ.წ. 323 ალექსანდრე მაკედონელი გარდაიცვალა ბაბილონში 
ძვ.წ. 300 სელევკიდების დედაქალაქი ტიგრზე. ბაბილონი საბოლოოდ დაეცა 

საინტერესო თარიღები

                                                         შუა აღმოსავლეთი
ძვ.წ. 10000 –3500 ნეოლითის ხანა(ახალი ქვის ხანა) ფერმერობის დასაწყისი, ცხოველთა და ფრინველთა მოშინაურება
ძვ.წ. 8000 იერიქონში(პალესტინა/ისრაელის დასავლეთ სანაპირო) მუდმივი სამოსახლოების გაჩენა
ძვ.წ 6500 – 5500 ქალაქური ტიპის დასახლებები
ძვ.წ 3500 ბრინჯაოს ხანა: პორვე;ი დასახლება შუმერში
ძვ.წ 2500 პირველი ურის შუმერული დინასტია;
ძვ.წ 2350 სემიტური მოდგმის ტომები მეფე სარგონის მეთაურობით შუმერებს ამარცხებენ
ძვ.წ 2100 ურის მესამე დინაასტიის დაარსება
ძვ.წ 1900 ამორეველები იპყრობენ შუმერებს. შუმერთა ცივილიზაცია შთაინთქმება ბაბილონის ცივილიზაციის მიერ

Saturday, April 7, 2012

ქართული წერილობითი წყაროები


     ქართული წყაროებია : ქართლის ცხოვრება, ახალი ქართლის ცხოვრება, ჰაგიოგრაფიული ლიტერატურა და აშ.
     ამ წყაროებიდან პირველ რიგში ვასახელებთ საისტორიო მწერლობის უძველეს ნიმუშს, '' მოქცევაი ქართლისაი ',' მატიანეს რომელიც თარიღდება მეცხრე საუკუნით . ეს წყარო შესულია "შატბერდის კრებულში'', რომელიც შეიქმნა მეათე საუკუნეში. ეს იყო მოსწავლეთა სახელმძღვანელო მთელ იმდროინდელ საქართველოში.
    ისტორიკოსთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მოქცევაი ქართლისაი ერთ-ერთი თხზუ–ლებაა. წმ. ნინოს ცხოვრება გაცილებით უფრო ძველია დანარჩენ თხზულებებზე, ვინა–იდან მისი ავტორი არის სალომე უჯარმელი.იგი იყო მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას რძალი და იგი ძალიან ახლო მეგობარი და თანამოაზრე იყო წმ. ნინოსი,როდესაც წმ. ნინო იმყოფებოდა ბოდბეში მოხუცებულობის პერიოდში, იგი უეცრად შეუძლოდ გახდა და სალომე უჯარმელმა თავის რეზიდენციაში მიიყვანა. სწორედ აქ სიკვდილის წინ წმ. ნინომ უანბო სალომე უჯარმელს მთელი თავისი ბიოგრაფია, რაც ამ უკანას–კნელმა ჩაწერა. სალომე უჯარმელი იყო თვითმხილველი და მისი მემატიანე. ამიტომ სალომე უჯარმელი ითვლება პირველ ქართველ ისტორიკოს ქალად. სალომე უჯარმელი იყო ქართლის მეფე ბაკურის ბებია. ბაკურ მეფემ, ბიზანტიელ ისტორიკოსებს მიაწოდა ბებიის მიერ დაწერილი ქართლის გაქრისტიანების მოკლე ისტორია. ასე შევიდა ბერ–ძნულ და რომაულ ისტორიოგრაფიაში საქართველოს გაქრისტიანების ამბავი.

უცხოური წერილობითი წყაროები


     ქართული ეკლესიის ისტორიის შესახებ ცნობებს მსოფლიო ეკლესიის პირველი მამები გვაწვდიან:
     1)ევსევი კესარიელი (გარდ. 388) დაწერილი აქვს 4 საეკლესიო თხზულება:1.ქრონიკა ორ წიგნად 2.საეკლესიო ისტორია 10 წიგნად 3.კონსტანტინე დიდის ცხოვრება ათ წიგნად 4.ძველ მარტვილიანთა კრებული
     2)ევსევი კესარიელი შრომის გამგრძელებლები იყვნენ:1.სოკრატი სქოლასტიკოსი- კონსტანტინელი ადვოკატი(დაწერა საეკლესიო ისტორია 7 წიგნად)(305-439) 2.ერემია სოზომენი- ადვოკატი(დაწერა ეკლესიის ისტორია 9 წიგნად) 3.ეპისკოპოსი თეოდორიტე კვირელი(დაწერა ეკლესიის ისტორია 5 წიგნად (320-428წ.)
აღნიშნული ისტორიკოსები ქართული ეკლესიის დაფუძნების ისტორიასაც ეხებიან: სოკრატი - ეკლესიის ისტორია წიგნი პირველი- თავი მეოცე.სოზომენი - ეკლესიის ისტორია წიგნი მეორე თავი მეშვიდე; თეოდოსიტე - ეკლესიის ისტორია წიგნი პირველი თავი ოცდამეშვიდე
     ეს არის ბერძნული საისტორიო თხზულება, ხოლო ლათინელ ისტორიკოსთაგან გაქრისტიანების შესახებ აქვს რუფინუსს, რომელმაც თარგმნა ევსევი კესარიელის ისტორია და გააგრძელა 395 წიგნამდე.აკად.ნიკოლოზ ჯანაშიას აზრით ყველაზე ძველი წყარო, რომელიც წერს ქართლის მოქცევის შესახებ არის გელასი კესარიელის "საეკლესიო ისტორია"(გარდ.395)
ეს წყარო დღეს დაკარგულად ითვლება.გელასი კესარიელის ცნობები თავის ნაშრომში შემოუნახავს რუფინუსს
რუფინუსზე დაყრდნობით სოკრატესს დაუწერია იბერთა გაქრისტიანების ამბავი (დაბ. 380)
      რუფინუსის თხზულებით უსარგებლია თეოდორიტე კვირიკელს და სოზომენს.
ცნობილია, რომ მეფე ბაკურმა, რომელიც იყო მეფე მირიანის შვილთაშვილი, თავისი ბებიის, სალომე უჯარმელის თხზულების მოკლე ვარიანტი გადაუცია გელასი კესარიელისათვის.ამ უკანასკნელის თხზულებიდან გავრცელდა საქართველოს გაქრისთიანების ამბავი.

ქართლის ცხოვრება

     ქართლის ცხოვრება არის თხზულებათა კრებული, რომელიც იწერებოდა დახ. 200 წლის განმავლობაში. ამ თხზულებას ერთი ისტორიკოსი იწყებდა და სხვა აგრძელებდა. ამ კრებულში სულ შედის 10 თხზულება: ერთადერთი დამოუკიდებელი ნაწარმოები აქ არის სუმბატ დავითის ძის ცხოვრება და უწყება "ბაგრატონიანთა". ეს არის ისტორია ბაგრატიონთა შესახებ.


     ქართლის ცხოვრების შემადგენლობა:
1.ლეონტი მროველი - მეფეთა ცხოვრება(უძველესი დროიდან მეხუთე საუკუნემდე)
2.ჯუანშერ ჯუანშერიანი - ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა(მეხუტე-მერვე საუკუნეები)
3.ლეონტი მროველი - ცხოვრება მეფე არჩილისა(მერვე საუკუნე)
4.უცნობი ავტორი - მატიანე ქართლისა (მერვე-მეთერთმეტე საუკუნეები)
5.დავითის ისტორიკოსი - ცხოვრება მეფე დავითისა(მეთორმეტე საუკუნე)
6.სუმბატ დავითის ძე - ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა
7.ბასილი ეზოსმოძღვარი - ცხოვრება მეფედ მეფე თამარისა (მეთორმეტე-მეცამეტე ს.)
8.უცნობი ავტორი - ისტორიანი და აზმანი შარავანდედთა(მეცამეტე ს.)
9.უცნობი ავტორი - ლაშა გიორგის ისტორია(მეცამეტე ს.)
10.ჟამტააღმწერელი - ასწლოვანი ისთორია(ლაშადან ბრწყინვალემდე)

ახალი ქართლის ცხოვრება


     მეთექვსმეტე საუკუნიდან მეთვრამეტე საუკუნემდე საქართველოს ისტორია არ იწერებოდა. არსებობს გადმოცემა, რომ ჟამთააღმწერელის ასწლოვანი ისტორია იყო მეფე გიორგი ბრწყინვალის ცხოვრებაზე, მაგრამ ეს ხელნაწერები დაკარგულა და დღესთვის შემორჩენილა მხოლოდ 3 ფურცელი.მეთვრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში ვახტანგ მეექვსემ შეკრიბა "სწავლულ კაცთა კომისია" ბერი ეგნატაშვილს ხელმძღვანელობით და მათ დაავალა სხვადასხვა წყაროების მოძიებით აღედგინათ მეთოთხმეტე-მეთვრამეტე საუკუნეების ისტორია. ასე შეიქმნა "ახალი ქართლის ცხოვრება", რომელიც დაიბეჭდა ვახტანგ მეექვსის სტამბაში.
     ახალი ქართლის შემადგენელი ნაწარმოების ნაწილია ვახუშტი ბატონიშვილის "აღწერა სამეფოსა საქართველოსა"(უძველესი დროიდან მეთვრამეტე საუკუნემდე). ეს არის ისტორიულ-გეოგრაფიული ნარკვევი, რომელსაც თან ერთვის კარტოგრაფიული მემკვიდრეობა.
     მეოცე საუკუნეში ახალი ქართლის ცხოვრება დაიბეჭდა სიმონ ყაუყჩიშვილის რედაქ–ტორობით 4 ტომად.

ე.წ ლიტ. მცოდნეობის საკითხები, აბიტურიენტებს განსაკუთრებით დაგჭირდებათ :)


  

1.ავტობიოგრაფია - ავტორის მიერ საკუთარი ცხოვრების აღწერა.
2. ალეგორია - ნათქვამია ერთი, იგულისხმება მეორე.
3. ალიტერაცია - ერთი და იმავე თანხმოვანი ბგერების გამეორება სალექსო სტრიქონში.
4. ანდაზა - ბრძნულად გააზრებული, ხალხური, ალეგორიული, მახვილგონივრული გამოთქმა. გარდა ხალხურისა ის შეიძლება იყოს ლიტერატურული.
5. აფორიზმი - მოკლედ და მხავრულად გამოთქმული ბრძნული აზრი.
6. ბიოგრაფია - ადამიანის ცხოვრების აღწერა.
7. გაპიროვნება - უსულო და სულიერი საგნების გაადამიანება.
8. გროტესკი - ადამიანის სახის სასაცილოდ, მახინჯურად წარმოდგენა.
9. დიალოგი - პირთა შორის გასაუბრების ფორმა.
10. ელეგია - მუსიკალური საკრავის თანაყოლებით შესრულებული სამგლო-ვიარო მოთქმა.
11. ეპიგრაფი - მოკლე წარწერა საიდანმე ამოღებული ციტატის, აფორიზმის, ან ანდაზის სახით, რომელიც წარემძღვარება ნაწარმოებს ან მის ცალკეულ თა-ვებს.
12. ეპითეტი - მხატვრული განსაზღვრა, პოეტური განმარტება, საგნის დახასიათება.
13. ეპილოგი - მხატვრული ბოლოთქმა ნაწარმოებში, როცა ავტორი გვამცნობს გმირის ცხვრების ბედს მოქმედების დამთავრების შემდეგ.
14. ეპოსი - ხალხურ სიტყვიერებაში გმირულ ამბავზე აგებული თქმულება, ზღაპარი, ლეგენდა.
15. ექსპოზიცია - მხატვრული ნაწარმოების ის ნაწილი, რომლითაც მოხაზუ-ლია ფონი მოქმედების გაშლისათვის.
16. ზღაპარი - ხალხური სიტყვიერების ჟანრი, ფანტასტიკური ხასიათის თხრობითი ნაწარმოები.
17. თემა - საინტერესო საკითხი, რომელიც მწერალს აუღია მხატვრულ ნაწარ-მოებში გადასაწყვეტად.
18. თერგდალეულები - XIX საუკუნის 60-იანი წლების მოწინავე ქართველი ინტელიგენციის გარკვეული საერთო სახელწოდება.
19. თქმულება - ხალხური ნაწარმოები, რომელშიც საგმირო შინაარსის ამბე-ბია გადმოცემული.
20. იგავ-არაკი - ზნეობრივ-დამრიგებლობითი ხასიათის თხზულება, რომ- ლის გმირები არიან ცხოველები, მცენარეები და იგულისხმებიან ადამიანები.
21. იდეა - მხატვრულ, მეცნიერულ, ფილოსოფიურ და სხვადასხვა მაწარმო-ებების ძირითადი აზრი.
22. ირონია - დაცინვის ფორმა. დადებითი ფორმით უარყოფითი შინაარსის გადმოცემა.
23. იუმორი - უწყინარი დაცინვა.
24. კალამბური - ერთნაირი ბგერადობის, მაგრამ სხვადასხვა შინაარსის მქონე, მოწესრიგებულ სიტყვათა თამაში.
25. კვანძის შეკვრა და გახსნა - წინააღმდეგობის გართულების მომენტი ანუ გაკვანძვა. ხოლო გახსნა – წინააღმდეგობის გადაწყვეტა.
26. კომპოზიცია - როცა ხდება მხატვრული ნაწარმოების წყობა.
27. ლეგენდა - ხალხურ თქმულებაზე აგებული ფანტასტიკური ამბავი, ძნე-ლად დასაჯერებელი, არარეალური შინაარსის თხრობა.
28. ლექსი - წყობილსიტყვაობა, რიტმული მეტყველება.
29. ლირა - ინსტრუმენტი.
      ლირიკა – უსიეჟეტო ან მკრთალსიუჟეტიანი ლექსითი ნაწარმოები.
30. მეტაფორა - პოეტური გამოცანა ანუ ერთი საგნისა თუ მოვლენის თვისების მეორე საგანზე გადატანა.
31. მითი - უძველესი ფანტასტიური ხალხური თქმულება, ქვეყნის გაჩენის, სიცოცხლის წარმოშობის, ღმერთებისა და გმირების მოქმედების შესახებ.
32. მოთხრობა - საშუალო ზომის ნაწარმოები, რომელსაც ახასიათებს სიუჟეტის სიმარტივე, მოქმედი პირების სიმცირე და ამბის განვითარების სიჩქარე.
33. მონოლოგი – ხანგრძლივი საუბარი თავის თავთან ან მიმართვა მაყურებლისადმი.
34. მოტივი – პოეტური ჩანაფიქრის მთავარი საფუძველი.
35. მხატვრული ენა – სიტყვიერ საშუალებათა ერთობლიობა, რომელიც ემოციური მეტყველებით ქმნის ცხოვრების სინამდვილის სურათს.
36. მუხამბაზი – ლექსის ერთ–ერთი სახეობა, ნიშნავს ხუთეულს, ხუთტაეპიანს.
37. ნოველა – მცირე ფორმის მოთხრობა, სადაც ადამიანის ცხოვრების მხოლოდ ერთი მომენტი, ერთი შემთხვევაა აღწერილი.
38. მხატვრული სახე – მხატვრულად გამოხატული ადამიანური ცხოვრების ისტორია ან სურათი.
39. პეიზაჟი – ბუნების სურათის დახატვა.
40. პერსონაჟის ენა – მხატვრულ ნაწარმოებში მოქმედი პირის ენა, სტილი, მეტყველება.
41. პოეზია – შეკუმშული შინაარსის ლექსითი ნაწარმოები.
42. პოემა – ლექსად დაწერილი ეპიკური ნაწარმოები.
43. პორტრეტი – ადამიანის თვალ–ტანადობის გამოსახულება დახატული მხატვრული სიტყვით, ფერწერითა და ქანდაკებით.
44. პროზა – მხატვრული ნაწარმოები, რომელიც თავისუფალია ლექსითი მეტყველებისთვის დამახასიათებელი შეზღუდვისაგან.
45. პროლოგი – ლიტერატურული ნაწარმოების მხატვრული შესავალი, რომელიც მიუთითებს ტზულების შინაარსის ძირითად ხასიათზე.
46. რითმა – ერთი და იმავე ან მსგავსი ბგერების კანონზომიერი გამეორება.
47. რიტმი – თანაზომიერი ერთეულების კანონზომიერი გამეორება.
48. რომანი – მისთვის დამახასიათებელია კომპოზიციური სირთულე, დიდი მოცულობა, ვრცელი ამბავი, სიუჟეტის მრავალფეროვნება, ემოციური თხრობა.
49. სათაური – ლიტერატურული ნაწარმოების სახელწოდება.
50. სატირა – მწარედ დამცინავი, მკაცრად მამხილებელი, დაუზოგავად გამკიცხავი მხატვრული ნაწარმოები.
51. სენტენცია – მხატვრული ფორმით გამოსახული მორალური თუ ზნეობრივი დარიგება.
52. სიმღერა – ლირიკული ჟანრის სასიმღერო ლექსი. შეიძლება, შინაარსით იყოს მითოლოგიური, საგმირო, სატრფიალო, საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ხასიათის.
53. სიუჟეტი – ნაწარმოების შინაარსის მხატვრული გაშლის ფორმა, მოქმედების განვითარების სისტემა.
54. სკანდირება – ლექსის წაკითხვა რიტმული ინტონაციით.
55. სკეტჩი – სასცენო კომპოზიციის მცირე ფორმის ნაწარმოები, მჩატე შინაარსის, სახუმარო, სასიმღერო, სატირული ხასიათის მოკლე წარმოდგენები.
56. ტიპი – მხატვრული ნაწარმოების გმირი, რომლის სახეში თავმოყრილია ეპოქისა თუ სოციალური წრისთვის დამახასიათებელი ნიშან–თვისებები.
57. ტრაგედია – დრამატული ჟანრის ისეთი ნაწარმოები, რომელშიც მთავარი გმირი იღუპება.
58. ტროპი – გადატანითი მნიშვნელობით ხმარებული ყველა სიტყვა და წინადადება.
59. ფაბულა – მხატვრული ნაწარმოების ძირითადი ამბავი, შემთხვევის შეკუმშული ისტორია.
60. შაირი – ხალხური წარმოშობის ნაწარმოები, გვევლინება რვა მარცვლიანი საზომით.
61. შედარება – ტროპის ფორმა, სადაც საგნები და მოვლენები შეპირისპირებულია ერთმანეთთან.
62. ციტატა – ტექსტის გარკვეული ნაწილის ამოწერა და დამოწმება რომელიმე თხზულებაში.
63. ხასიათი – პერსონაჟის განწყობის, ყოფაქცევისა და მისწრაფების ერთობლიობა.
64. ხატოვანი თქმა – მახვილგონიერი ფრაზები, აფორიზმებად ქცეული გამოთქმები.
65. ჰიმნი – ლირიკული ჟანრის ნაწარმოები, მაქებარი ლექსი ან სიმღერა.
66. ჰიპერბოლა – საგნის, მოვლენის, მოქმედებისა თუ ქცევის გადაჭარბებულად წარმოდგენა, მხატვრული გაზვიადება.

პლანერები


1900-იანი წლების დასაწყისში ძმებმა რაიტებმა პირველი წარმატებული თვითმავალი საფრენი აპარატი შექმნეს. ისინი გერმანელი ინჟინრის ოტო ლილიენთალის მიმდევრები იყვნენ, რომელმაცც 1800-იან წლებში პლანერი გამოიგონა. პირველი პლანერები ინგლისში სერ ჯორჯ კეილიმ შექმნა. 1800-იანი წლების შუა ხანებში ერთ-ერთმა მისმა საფრენმა აპარატმა ადამიანი მსუბუქად აიტაცა ჰაერში. კეილის მთავარ მიზანს წარმოადგენდა უწყვეტი აქტიური ფრენა, რაც იმ პერიოდისთვის შეუძლებლად მიიჩნეოდა, რადგანაც ძრავები რომლებიც საჭირო ბიძგს ავითარებდნენ, ძალიან მძიმე იყო. რამდენიმე სხვა გამომგინებელმა ექსპერიმენტის სახით ორთქლის, შეკუმშული ჰაერის , საათის მექანიზმისა და დრეკადობის ძალის გამოყენება სცადა. ზოგიერტი მოდელი წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა 1880-იან წლებში მაინც ვერავინ მოახერხა ისეთი აპარატის შექმნა, რომელსაც ადამიანის ჰაერში ასააწევად ძალა ექნებოდა. გერმანელ ინჟინერს, ოტო ლილიენთალს, ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომა ჰქონდა. მან თავდაპირველად გადაწყვიტა  პლანერის დიზაინის სრულყოფა, რომელიც ატმოსფეროსჰი ჰაერის აღმავალი ნაკადების მიმართ საჭირო ამწევ ძალას გამოიმუშავებდა და მისი ფრენა სიმაღლის დაუკარგავად ან ფრენის სიმაღლის გაზრდით იქნებოდა შესაძლებელი. მან, ასევე, დაადგინა, რომ თანაბარ პირობებში ჩაღუნულპროფილიან ფრთას უფრო დიდი ამწევი ძალა აქვს, ვიდრე ბრტყელპროფილიანს. 1881 წელს მან საკუთარი კონსტრუქციის პლანერით გორაკს წარმატებით გადაუფრინა და კიდევ რამდენიმე ასეული მეტრის გადაფრენა შეძლო. უწყვეტი აქტიური ფრენა მხოლოდ 1900-იანი წლების დასაწყისში გახდა შესაძლებელი. 1930-იან წლებსჰი პლანერებით ფრენა სპორტის ახალ სახეობად ჩამოყალიბდა.
                                                               დელტაპლანი
დელტალპანი წარმოადგენს ჰაერზე მძიმე საფრენ აპარატს, რომელიც უკუდო ისრისებური ფრთის სქემით არის შესრულებული. მისი მართა ხდება პლანერის სიმძიმის ცენტრის მიმართ პილოტის გადაადგილებით. თანამედროვე დელტაპლანი 1970-იან წლებში ამერიკელმა ფრეცის როგალომ შექმნა. ტიპიურ თნამედროვე დელტაპლანსაქვს სამკუთხედი ფორმის უხეში ფრთა, რომლის მსუბუქ ალუმინის ჩარჩოზე ნეილონის ქსოვილია გადაჭიმული. პილოტები ფრთის ლონჟერებზე არიან დაკიდებული და სიმძიმის ცენტრის გადაადგილებით მართავენ აპარატს. ასეთი გზით იზრდება ქარის წინაჭობა და, შესაბამისად, მცირდება სიჩქარე.თავდაპირველად, დელტაპლანი კოსმოსური აპარატების დედამიწაზე დასაშვებ საშუალებად გამოიგონეს. მოგვიანებით კი, დელტაპლანერიზმი ტექნიკური სპორტის სახეობად გადაიქცა. ჰაერში ასაფრენად დელტაპლანერებს, როგორც წესი, ქარში გორაკის ფერდობზე ჩარბენა უწევთ. დელტაპლანის ზოგიერტი პილოტი უპირატესობას ბუქსირებულ ფრენებს ანიჭებს. ამის შედეგად გაჩნდა ე.წ. მიკროლაითი.
                                                მიკროლაითი
დელტაპლანი ყველა ადამიანის გემოვნებას როდი შეესაბამება და ზოგიერთ ადამიანს ძრავიანი პლანერის მართვა ურცჩევნია. ამის შედეგად, გამოჩნდა გაზონის მთიბავის მსგავსი ძრვის მქონე თვითმფრინავი-მიკროლაითი. მას ძრავა წინა ან უკან აქვს დამაგრებული და მის ფუნქციას  პროპელერის ბრუნვა წარმოადგენს. ტიპიურ მიკროლაითს დელტაპლანის მსგავსი ფრთა აქვს, იგივე ღია პილოტის კაბინა და თვლებიანი შასი. საფრენ აპარატს გამოცდილი პილოტი მართავს.
                                      ადამიანის შესაძლებლობები
ძველად ადამიანი სულ ჩიტივით  ფრენაზე ოცნბობდა. ფრენა რეალობად მხოლოდ 1977 წელს იქცა, როდესაც მსუბუქმა თვითმფრინავმა gossamer condor-მა, რომლის პროპელერიც სატერფულით იმართებოდა, 1,6კმ გაიფრინა. საფრენი აპარატის დიზაინერებმა პოლ მაკკერეიდიმ და პიტერ ლისამანმა საჩუქრად 50000 ფუნტი მიიღეს.




  გამარჯობა, ეს ჩემი პირველი პოსტია ამ ბლოგზე. სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, რა დავწერო, ისე უეცრად შეიქმნა ეს ბლოგი.
  ახლა ღამეა. რა თქმა უნდა კომპთან ვზივარ და ვწერ :დ ჰოოდა, მოკლედ დანარჩენს ლოთი გააგრძელებს :პ

metallica


კონცერტი რომელსაც 1მლნ 600 ათასი ადამიანი დაესწრო. (რუსეთი)

კვატი (იხვისნაირები)

                                                             უბრალოდ კვატი


1.
     ოქროსთვალა (bucephala clangula) ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე მცხოვრები იხვია. იგი იკვებება თევზითა და კიბოსნაირებით, ბუდეს კი ხის ფუზუროებში იკეთებს.